|
2021-06-01 15:50:51, 1218 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძე მთაწმინდის პარკში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და პარკის ატრაქციონებით ისარგებლეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საჩუქრად სავაჭრო ცენტრის ვაუჩერები გადასცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)