|
2021-05-31 13:24:30, 1113 ნახვა
სამხედრო
ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს პერსონალისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "კურსი, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის პირველად იმართება, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოსაძემ გახსნეს. სწავლების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის კრიტერიუმების განსაზღვრა, ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის მუშაობის პრინციპების და ვებ-გვერდის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენს. ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები ქვედანაყოფების ნატოს ეგიდით წარმართული მისიების დროს სტანდარტიზაციის მოთხოვნების შესრულებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ნატოს სტანდარტიზაციის სისტემის როლის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. კურსს ნატოს შტაბ-ბინიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფის წარმომადგენელი ოფიცრები უძღვებიან. ტრენინგის განმავლობაში ნატოს შტაბბინიდან ონლაინ ჩართვაც განხორციელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)