|
2021-05-31 13:22:56, 1235 ნახვა
სამხედრო
მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა
მე-5 საარტილერიო ბრიგადის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ვაზიანის პოლიგონზე გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. "გეგმიურ საველე სწავლებაში მონაწილეობას მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეა იღებდა. დასკვნით საველე წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარის“ ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საველე სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა. პირველი და მეორე ფაზები ოპერაციის რაიონში საცეცხლე რაიონის დაკავებასა და პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებას ითვალისწინებდა. შემდეგ ეტაპებზე მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებასა და ბატარეის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას მოიცავდა. წვრთვნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. წვრთნების მიზანს სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების შერწყმა, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები წარმოადგენდა. სწავლებამ მაღალი შეფასება მიიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)