|
2021-05-28 16:54:14, 687 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. ინფრასრუქტურული პროექტი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკის, სავარჯიშო სივრცე და ორი საბავშვო ზონა მოეწყო. ასევე, სკვერში LED ანათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირიგვება. მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 788 744 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „გრინსერვისი+“ აწარმოებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)