|
2021-05-21 15:27:46, 1477 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს და ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა უკრაინულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს. უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე სამხედრო განათლებისა და დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ალექსანდრ ჰურაკი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)