|
2021-05-20 17:04:58, 1081 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კლაუდიო გრაციანო ხელმძღვანელობდა. თავდაცვის ძალების მეთაურებმა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებზე, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მოთხოვნებზე იმსჯელეს. პირველმა სამხედრო პირებმა ერთობლივი ძალისხმევის კოორდინაციის საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნების პირველი სამხედრო პირები, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მოლდოვადან და სამხრეთ კორეადან.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)