|
2021-05-19 14:46:26, 1516 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ახლადდანიშნულ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და სამხედრო განათლების მიმართულებაზე. შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების ატაშე, პოლკოვნიკი მირცეა ჯუგურეანუ დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)