14:35 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-01 10:37:08, 1709 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ს. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ს-მ ადიგენის რაიონის სოფელ ვარხანში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 5 მეტრი სიგრძის, 44 ცალი დასაწყობებული ნაძვის ხის სამასალე მერქანი მოიპარა, რომლის ნაწილიც იქვე მდებარე ხის გადამამუშავებელ სახერხ საამქროში გადაამუშავა. სამართალდამცველებმა მოპარული ხის მორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics