11:09 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 17:22:00, 590 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად არყევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას.

„შავი ზღვის რეგიონში მისი პოლიტიკა, მზარდი მილიტარიზაცია, სამხედრო ძალებისა და მისი გამოყენების მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს რეგიონში დასავლეთის ინტერესებისა და წვდომის შეზღუდვას, სტაბილურობისა და მშვიდობის ხელყოფას. აღნიშნული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი მილიტარიზაცია, იქ არსებული მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, ასევე ჰიბრიდული ომების მეთოდებით, მათ შორის „მცოცავი ოკუპაციითა“ და ძალის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მხოლოდ კოორდინირებული მოქმედებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და არსებული რესურსების ეფექტური გამოყენებით არის შესაძლებელი გაიზარდოს სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობა და შეიზღუდოს მოწინააღმდეგის მიერ ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა.

„ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს, რაც გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონსოლიდაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics