|
2021-05-13 15:29:39, 1841 ნახვა
ომი უკრაინაში
ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აიცრა
„ვაქცინაცია არის ერთადერთი, საუკეთესო და ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ ნორმალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, მართლაც ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ობიექტები გვექნება ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს „სინოფარმით" აიცრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და ყველას მოუწოდა აქტიური ვაქცინაციისკენ. მინისტრთან ერთად აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტურისტული ინდუსტრიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი აიცრა, მათ შორის იყვნენ ასოციაციების თავმჯდომარეები, რესტორნების, მსხვილი და პატარა სასტუმროების დამფუძნებლები და სექტორის სხვა წარმომადგენლები. „მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემია გრძელდება, ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით პირობები ეკონომიკის აღდგენისთვის. დღეს, მაგალითად, გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, სადაც 70 პროცენტით არის ჩვენი ექსპორტი გაზრდილი, ტურიზმის აღდგენაც თანდათანობით მიმდინარეობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა. ამიტომაც, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ტურიზმის სექტორი, სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებთან ერთად, აეყვანა ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში და მეც, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებზე და პოლიტიკაზე, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, დღეიდან უკვე კოორდინირებულად დაიწყება ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, ინტერესი მაღალია და უკვე არსებობს 700-მდე ადამიანის სია, რომლებიც თავისი სურვილით ეწერებიან აცრაზე.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)