14:39 - 22 Jul, 2026
|
2021-05-04 18:23:58, 672 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები თავს დაესხნენ. მათივე ცნობით, ჟურნალისტ ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და „შაბათის მთავარის“ სიუჟეტზე მუშაობდა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამტვრეულია „მთავარი არხის“ კამერა და ტექნიკა. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, სასულიერო პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად, „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)