|
2021-05-02 13:08:47, 674 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 511, აჭარაში - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 94
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, იმერეთში – 84, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 45, შიდა ქართლში – 33, ქვემო ქართლი – 31, გურიაში – 19, სამცხე-ჯავახეთში – რვა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. „მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8. 800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 77, ხოლო აჭარაში – 14. 6 ოქტომბრიდან პირველი მაისის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 24 580 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 812 პირი, აჭარაში – 2 735, იმერეთში – 1 256“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)