|
2021-04-29 14:23:21, 521 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან
„ჩვენთვის მისასალმებელია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართულობა ნამახვანის პროექტის მედიაცია - კომუნიკაციის პროცესში, რომლის დროსაც საქართველოს მხრიდან ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, პროტესტის მონაწილეებს, მიეცემათ საშუალება ჩაერთონ და გადახედონ ყველა იმ პროცედურას, რომელიც სამინისტროებმა გაიარეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელ დირკ ბუშლესთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებისთვის, ჩართულიყო მედიაციის პროცესში საზოგადოებასთან. „ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი ნამახვანის პროექტის გარშემო. მათ შორის, არსებობს გარემოს დაცვითი შეფასების კუთხით კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა იყო ზედმიწევნით დაცული, მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაციის პროცესი წარიმართოს საერთაშორისო მედიაციით, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)