|
2021-04-29 14:21:34, 462 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა ის მთავარი პლატფორმაა, რომელზეც აშენდება ნდობა ქართული ენერგეტიკის ირგვლივ
„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელისგან, დირკ ბუშლესგან დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ პირადად ჩაერთვება ნამახვანიჰესის ირგვლივ არსებული პროცესების მედიაციაში -სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დირკ ბუშლესთან ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციის პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვის საკითხზე შეთანხმდნენ. „ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში ჩართვა ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უშუალო კომუნიკაცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ნამახვანის პროექტზე გარკვეული კითხვები აქვთ. შედეგად, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესის და სხვა დაკავშირებული პროცედურების რევიზია, მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია და შეთანხმება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რაზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ ნამახვანის პროექტის, არამედ ზოგადად, ქართული ენერგეტიკის ირგვლივ", - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სხვა ქვეყნებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)