|
2021-04-28 18:29:30, 483 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა
დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის ბაზაზე შეიქმნა ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე შშმ ბავშვთა სერვისი, სადაც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შშმ ბავშვები მიიღებენ საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, გასულ წელს 105 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვიდან მათ ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდა. მინისტრის განმარტებით, გრძელდება შშმ ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა. შედეგად, მოხდება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების როგორც ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ასევე მინდობით აღზრდაში და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილება. „აღნიშნული სერვისის შექმნაში ჩვენ მნიშვნელოვნად გვეხმარება ამერიკის მთავრობა და ადგილობრივი საქველმოქედო ფონდები, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება. საყურადღებოა, რომ ქვეყანაში არ არსებობდა სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლიდან ჩამოყალიბდა საჭირო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. სახელმწიფო ზრუნვის გაუმჯობესების პარალელურად, ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების გაძლიერება, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში და მშობელს სოციალური პრობლემების გამო არ უწევდეს შვილებისგან დისტანცირება. სამინისტრო ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მოხარული ვარ, რომ გასულ წელს შევძელით 105 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვიდან დაგვებრუნებინა მათ ბიოლოგიურ ოჯახებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)