17:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 16:21:11, 426 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: მორატორიუმის საშუალებით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს სოციალური დახმარება უპირობოდ შეუნარჩუნდა

„მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული  მორატორიუმი გაგრძელდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მორატორიუმის საშუალებით,  მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.

„რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც სამინისტრომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ მიზნობრივ სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით გამოცხადებული  მორატორიუმი გაგრძელდება.  მორატორიუმის საშუალებით, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს უპირობოდ შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება, რასაც  ემატება ყოველთვიური ფულადი დანამატი, რისთვისაც ამ დრომდე გაცემულია 113 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics