17:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 16:14:07, 401 ნახვა

საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთათვის აპრილის თვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა გრძელდება, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად სამსახური დაკარგეს.

სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, 200-ლარიანი დახმარების აპრილის თვის ჩარიცხვა უკვე დაწყებულია. კომპენსაცია ჩაერიცხება 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით.

„დღეის მდგომარეობით, მარტის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით, თებერვლის თვის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება იანვრის თვეს, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ", - აღნიშულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics