20:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 17:52:14, 515 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,თბილისის აეროპორტი“ იმყოფებოდნენ და საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა დეტალური ინფორმაცია  მოისმინეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და  შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  სატვირთო ნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი პირობა, სწორედ,  სწრაფი და მარტივი საბაჟო პროცედურებია.

,,თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე, დაესწრო უახლესი სტაციონარული რენტგენო სკანერით ტვირთის შემოწმების პროცესს. 

,,ტვირთების დათვალიერებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს მნიშვნელოვნად შევამციროთ საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო და დავზოგოთ  ადამიანური რესურსი.  ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,- განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია, კიაზო ახალაია და გაფორმების ეკონომიკური ზონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics