20:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 17:39:42, 651 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - მღვდელმთავართან დაპირისპირება, რასაც ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა.

„მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს”,- აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო. ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა და მრევლმა ტაძარში არ შეუშვეს. სასულიერო პირების თქმით, მეუფე სტეფანეს წირვას მანამდე არ ჩაატარებინებენ, სანამ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველის, პეტრე ცაავასთვის წაყენებულ ბრალდებებს არ დაამტკიცებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics