|
2021-04-22 12:49:51, 478 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - შესაძლებელია, მაისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების პირობებშ, შესაძლოა მაისის დასაწისიდან, მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური პერიოდი. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სამინისტრო ეპიდემიოლოგებთან ერთად, მომდევნო კვირას იმსჯელებს, არის თუ არა აუცილებლობა ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების მიღების. „ამგვარი მატების პირობებში, შესაძლებელია მაისის დასაწყისიდან მაისის შუა რიცხვებამდე იყოს მეტად პიკური მაჩვენებლები, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება პრევენციულ ღონისძიებებზე და იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა ინდივიდუალურ დონეზე წესებს. ჯერჯერობით მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ შეზღუდვების აღსრულებაზე, რაც უკვე დაწესებულია, ანუ წესები, რომელიც მოქმედებს ბიზნესგარემოში, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შესრულდეს. თუმცა თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად რევიზიას აკეთებს გადაწყვეტილებების და ვნახოთ, მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ, თუ არის აუცილებლობა დამატებითი ზომების მიღების, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)