|
2021-04-21 20:51:19, 799 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ფინანსური ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს
2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი. კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას. გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება. რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანებაა,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე. სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსაგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმოდგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პორბლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძებების გატარება. რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზეც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)