22:04 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 13:30:32, 515 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავების პროექტის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა.

„როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, ნარჩენების წარმოქმნის შემცირებითა და მისი გადამუშავებით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, გარემოზე ზემოქმედების შერბილების საკითხის ხელშეწყობა.

ონლაინ შეხვედრას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდერსენი და საერთაშორისო ექსპერტი ნარჩენების მართვის საკითხებში ლუდვიგ სტრეფი ესწრებოდნენ“, - აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics