|
2021-04-20 11:05:02, 672 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში მკვლევარები მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით დაიშვებიან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში 22 აპრილიდან მკვლევარები მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით დაიშვებიან. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო დროს 09:00-18:00 სთ., ტელეფონის ნომერზე: +995 32 2373913, ჯავშნის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ორმეტრიანი დისტანციის დაცვის გათვალისწინებით, მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ ერთდროულად მხოლოდ 14 პირი დაიშვება. ყველა მკვლევარმა, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა დაიცვას შემუშავებული რეკომენდაციები. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)