22:58 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 14:18:20, 410 ნახვა

საზოგადოება
დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ საქართველოში გამწვანების აქცია გამართა

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით,  სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია  ბასილაიამ და ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რან გიდორმა მიიღეს.

„მოხარული ვარ შევუერთდე ისრაელის ელჩის ინიციატივას. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, არტოს ბაღს დაერქვა გია ყანჩელის სახელი და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში გეგმავს ამ პარკის რეაბილიტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს  გამწვანებას“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

გამწვანების აქციაში მონაწილება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძემ და მოხალისეთა ჯგუფმაც მიიღო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics