17:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 18:24:26, 1630 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ

„ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში, რომელიც ნატო-ს საშუალებით საკუთარი ტერიტორიიდან ათასობით კოლომეტრის დაშორებით, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის ქმედებას.

„ისმის კითხვები: რას აკეთებს რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან? პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ იქ ვცხოვრობთ, ეს ჩვენი ქვეყანაა. ათასობით კილომეტრის დაშორებით საკუთარი ტერიტორიიდან, ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, უარი თქვან კიევის მილიტარისტული განწყობების წახალისებასა და გაღვივებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics