16:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-10 10:20:27, 996 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 7-ჯერ დაარღვიეს - დაიჭრა სამხედრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 7-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, აქედან 6-ჯერ დაბომბვა განხორციელდა - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაიჭრა ერთი სამხედრო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთანავე, უკრაინული მედია იუწყება, რომ დღეს, 10 აპრილის დილის 07:00 საათის მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ ერთხელ დაირღვა, რასაც არ მოჰყოლია საბრძოლო დანაკარგი.

ცნობილია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის შეარაღებული ფორმირების ქმედებების შესახებ ეუთო-ს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics