02:46 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 17:18:51, 568 ნახვა

საზოგადოება
13 აპრილამდე საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 - 12 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერად. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics