09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 10:29:08, 388 ნახვა

საზოგადოება
ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი

23 მარტს,ქ. დოჰაში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა Agriteq 2021 გაიხსნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენაზე 15 ქართული კომპანიის -გურიელი, ნათსჯი, ჩიკორი, გეონატურალი, აგრითაჩი, ელექსირ საქართველო, ნუგბარი, რუხი 2, მაგრიტო, კამპა, მანნა, ბორჯომი, კულა, Georgia’ Natural და Kind&Noble - პროდუქციაა წარმოდგენილი. პანდემიით შექმნილი ვითარების და დაწესებულიშეზღუდვების გამო, ქ. დოჰაში, გამოფენაზე Agriteq 2021 ქართულ კომპანიებს კატარში საქართველოს საელჩო წარმოადგენს.

Agriteq სპარსეთის ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 42 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 208 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.  გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარში და, ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. Agriteq 2021 27 მარტს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics