13:12 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 17:29:28, 556 ნახვა

საზოგადოება
წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის  სააგენტოს დირექტორი  ბესარიონ სიმონიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი წინამძღვრიანთკარში  მცხოვრებ  დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ილია  წინამძღვრიშვილის  სახელობის   კოლეჯის  ყოფილი  საერთო საცხოვრებლის  კორპუსებში  მცხოვრები დევნილები, წლებია, კუთვნილი ფართების დაკანონებას ითხოვენ,  თუმცა, პროცესი  დღემდე  ჭიანურდებოდა.

მინისტრის მოადგილეებმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა მოისმინეს  ადგილობრივი დევნილებისა  და  კოლეჯის დირექტორის  მოსაზრებები, როგორც საცხოვრებელი ფართების დაკანონების, ისე საერთო სარგებლობის ფართების გამიჯვნის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ   უმოკლეს დროში  განიხილავენ   საერთო სარგებლობის  ფართების  გამიჯვნის  საკითხს, რის შემდეგაც, მალევე დაიწყება დევნილების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი  ფართების  დაკანონების პროცედურები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics