|
2021-03-12 16:07:51, 509 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტო „ნამახვანიჰესთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის" მშენებლობა შეჩერდა. განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია - ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი; „ნამახვანი ჰესის" სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს; შეიქმნება „ნამახვანი ჰესის" ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)