22:35 - 12 Aug, 2026
|
2021-03-11 22:49:24, 2493 ნახვა
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა. პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში. ATP-ს რეიტინგში როჯერ ფედერერს მეექვსე ადგილი უჭირავს, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 42-ე პოზიციაზეა. გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოცნება ახდა.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)