18:12 - 23 Jul, 2026
|
2021-02-28 14:27:52, 619 ნახვა
საზოგადოება
#16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინ ტური გაიმართა
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, ეპიდემიის გამო მსჯავრდებულებისთვის ონლაინ აქტივობები გრძელდება. ამჯერად, #16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინ ჩართვა მოეწყო. მუზეუმის ტურში მსჯავრდებულებს „კახთა მეფის სასახლის“ დათვალიერებისა და ერეკლე მეფის შესახებ ისტორიული ცნობების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ინიციატივა, კულტურისა და ხელოვნების მიმართ მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ითვალისწინებს. პროექტი მომავალშიც გაგრძელება და საქართველოს მუზეუმების ონლაინ ტური ეტაპობრივად, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის გაიმართება.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)