|
2021-02-24 11:04:41, 373 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გაგრძელდება
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა. მისი თქმით, თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამის განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. „ელექტროდამტენების პროგრამა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებას ემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს პროგრამის თავიდან შემუშავება დაავალა, რომლის მიხედვითაც, ელექტროდამტენები ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება. „მინდა, ირაკლი ხმალაძეს პროგრამის თავიდან შემუშავება დავავალო. მუნიციპალიტეტმა ელექტროდამტენების მონტაჟი მოქალაქეების თხოვნის მიხედვით უნდა უზრუნველყოს. მივმართავ ელექტრომობილების მფლობელებს, მათ უნდა განაცხადონ და თუ შესაძლებელი იქნება, ელექტროდამტენებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ. ამ მიმართულებით არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ჩაერთვება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც შესაძლებელია მისი გაყიდვაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)