|
2021-02-19 14:44:49, 573 ნახვა
მსოფლიო
კრემლი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების შესაძლო დაწესებას ეხმაურება
სანქციებმა უკვე არაერთხელ აჩვენა მათი არაეფექტურობა, - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სანქციებზე მიდის საუბარი. „ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამოსაუბრეები სიტუაციას საღად დაინახავენ და ჩვენ აღარ წავალთ ზეწოლის გზაზე, სანქციებით, რომლებმაც უკვე არაერთხელ აჩვენეს მათი არაეფექტურობა", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, გამოცემა Bloomberg-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)