|
2021-02-17 14:13:52, 607 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიცია, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას ზღუდავს. უწყების განმარტებით, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ. „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მოძრაობა: • თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 138-ე კმ–158-ე კმ-ის (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 65-ე კმ–98-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის; • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-52-ე კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის. • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. • დაბალი ხილვადობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კმ-62-ე კმ მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)