|
2021-02-16 11:56:04, 549 ნახვა
ეკონომიკა
კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP-მ ევროპა დონა საქართველოს ბენეფიციარებს კოვიდ ტესტები გადასცა
კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP-მ ევროპა დონა საქართველოს კოვიდსტუაციიდან გამომდინარე ყველაზე აქტუალური - ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, ანტისეპტიკური საშუალებები და სამედიცინო ნიღბები გადასცა. PSP-სა და ევროპა დონა საქართველოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტებს მოიცავს, მათ შორის ჰერცეპტინის პროგრამის ბენეფიციართა მხარდაჭერასა და „არტ-თერაპიის“ პროექტს. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PSP-მ ევროპა დონა ჯორჯიას საჩუქრები გადასცა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, რაც ორგანიზაციის ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს საჭიროებისამებრ ვირუსით დაინფიცირების მონიტორინგი თავად განახორციელონ. „კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს PSP ევროპა დონა საქართველოსთან სტუმრობით აღნიშნავს. ევროპა დონა საქართველოს ათეულობით ბენეფიციარის ვირუსის მონიტორინგისთვის ჩვენ გადავეცით ანტიგენზე დაფუძნებული კოვიდ ტესტები, ამასთან, სამედიცინო ნიღბები და ანტისეპტიკური გელები, რაც უკვე ერთი წელია, ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ჩვენ ვერთიანდებით გამარჯვებისთვის - ეს არის PSP-სა და ევროპა დონა საქართველოს ერთობლივი პროექტების მოტო“ - აცხადებენ PSP-ში. 4 თებერვალი კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების მიერ დაარსებული კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამ გლობალური კამპანიით ორგანიზაციამ მოუწოდა მსოფლიოს გაერთიანდნენ კიბოს დაავადების, მათ შორის პრევენციის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)