|
2015-01-30 13:56:26, 745 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი თბილისის იუსტიციის სახლში სოციალურ საწარმოს გახსნის
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ იწყებს პროექტს - „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“. როგორც "ექსპრესნიუსს" "დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან" აცნობეს, პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის (IOM) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებშია დაფინანსებული. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ დღეს საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრო. მისი განცხადებით, პროექტი თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ სოციალური საწარმოს დაარსებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც ორი სახის ბიზნესი იწარმოებს. „საწარმო მიზნად ისახავს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარების- ყოფილი მსჯავრდებულებისთვის დასაქმებისა და მუშაობის მეშვეობით სარეაბილიტაციო პროგრამის შეთავაზებას, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში სულ დაგეგმილია ორი ობიექტის გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში“, განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ, რომელმაც მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს თანამშრომლობისთვის და ამ პროგრამაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. „პროექტის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ათობით ბენეფიციარი სერვისის მიმწოდებელ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდება. პროექტის „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“ განხორციელების ვადაა ორი წელი და დასაქმდებიან ყოფილ პატიმართა რეაბილატაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული ყოფილი ნარკომომხმარებლები და პოტენციური მიგრანტები“,- აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ. პროექტი „მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის“ მიერაა დაფინასებული. საგრანტო თანხა 87 500 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. საგრანტო კონკურსი ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის (IOM) პროგრამის - „სოციალური საწარმოების განვითარება ქართველ მოქალაქეთა და პოტენციურ მიგრანტებს შორის ნარკომოხმარების პრობლემის შემცირებისა და მათი სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით“ ფარგლებში. სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ მსჯავრდებულთა რებილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მხარდაჭერის მიზნით გაიხსნება.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)