02:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 14:11:01, 564 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების ფაქტს ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ გერმანის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატების გაძევების ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

„ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას რუსეთის მიერ გაურკვეველი მიზეზების გამო გაძევებული გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების მიმართ. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას და არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისი ვალდებულებების უხეში დარღვევისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.მედიის ინფორმაციით, დიპლომატებს 23 იანვარს პეტერბურგსა და მოსკოვში გამართულ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობა ედებათ ბრალად.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics