|
2021-02-04 15:33:14, 546 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შპს „ნიუ პასაჟი“ წარმოებას აფართოვებს
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო. შპს „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება. „ნიუ პასაჟი“ აქტიურადაა ჩართული რეგიონში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სამომავლოდ, წარმოებული პროდუქციით, ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესშიც ჩაერთვება. ბანკის მხარდაჭერით კომპანია უახლოეს მომავალში მანქანა-დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც წარმოების გაფართოვებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. შპს „ნიუ პასაჟი“ ბაზარზე 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და აქტიურადაა ჩართული გზების სარეაბილიტაციო პროექტებში, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ბანკის ჩართულობით, კომპანია კიდევ უფრო ავითარებს ბიზნეს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის მხარდაჭერაა, რათა ხელი შევუწყოთ როგორც სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ადგილობრივი წარმოების და ბიზნესის წახალისებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)