22:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 15:16:09, 539 ნახვა

მსოფლიო
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ბაიდენმა პუტინს ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ საკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში მას დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შესახებ ჯენ საკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოუწოდა თუ არა კონკრეტულად პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ნავალნის გათავისუფლებისკენ, ის აცხადებს, რომ ეს ასეა.

"დიახ, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, ისევე როგორც ჩვენ, ჩვენი გუნდი მოუწოდებდა საჯაროდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. რაც შეეხება საუბრის სხვა საკითხებს, მე ამაზე მეტი დეტალი არ ვიცი", - განაცხადა სპიკერმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics