|
2021-01-27 13:51:04, 781 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდებიან
ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ. როგორც „თბილისი ცენტრალის“ წარმომადგენელი აცხადებს, ბიზნეს სექტორის წევრები მთავრობას კომენდატის საათის გადაწევას და შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ. „24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ 1-მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა, ანუ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ მუშაობა ყოველგვარი შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ. ყველასთვის საერთო პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ, რომ 17 ათასი ადამიანი როგორ უნდა წავიდეს სამსახურში, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იქნა დამუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე ვისაუბრებთ კომენდატის საათის ერთი საათით მაინც გადაწევაზე. ბიზნესმა რომ იმუშაოს 8-დან 9 საათამდე ცოტა დროა, რათა ხალხი ელემენტარულად სახლში მივიდეს“, - განაცხადა ლევან ყაველაშვილმა „მაესტროსთან“ საუბარში. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა გუშინ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმაც გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)