|
2021-01-26 16:20:44, 922 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს
„იცით, რომ ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს. არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც მომპოვებელი მრეწველობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავამ ისაუბრა ბიზნესის სექტორთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდვების ლოგიკურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „გარანტია ჯერ არ არსებობს მივდივართ ფრთხილი ნაბიჯებით. ლოგიკა ავუხსნებით ბიზნესის წარმომადგენლებს. კარგად გვესმის რომ ეს ლოგიკა კი გასაგებია, მაგრამ ეს ცალკეულ სასტუმროს მაგალითად ბაკურიანში არაფერს აძლევს. გასაჭირში არიან, რადგან ფაქტობრივად სეზონი იკარგება და ვერ მასპინძლობენ სრულფასოვნად სტუმრებს, მაგრამ ესეც გასაგებია რომ მათი დაკეტვა და არ გახსნა ჩვენი სურვილი არაა. იცით, რომ ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს. არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სოფლის მეურნეობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც მომპოვებელი მრეწველობა, არც გადამამუშავებელი, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოშიც მიჩნეულია მაღალი რისკის მატარებელ სფეროებად და იმათაც ახლა ვხსნით, მაგალითად ფრენებს“, - განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)