13:12 - 07 Jul, 2026
|
2021-01-25 15:16:34, 924 ნახვა
ეკონომიკა
დეკემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 966.9 მლნ ლარით გაიზარდა
2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 966.9 მლნ ლარით, ანუ 1.73 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.30 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი იანვრისათვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ანგარიშს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. „2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)