22:35 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 11:24:39, 1031 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები შეიარაღებულ ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს შეიარაღებული ძალების თხუთმეტკაცა რაგბის ნაკრები ინგლისში მიემგზავრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროები შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის გასამართ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ბრიტანეთში გამგზავრებამდე სამხედროებისგან შემდგარმა სარაგბო კლუბმა 10-დღიანი შეკრება სოფელ ნოქალაქევში გაიარა. ნაკრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან სპორტული მიღწევებით გამორჩეული სამხედროებით არის დაკომპლექტებული.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის რაგბის ტურნირი წელს მეორედ ტარდება. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობს.

მსოფლიო ჩემპიონატი 8 ოქტომბერს დაიწყება და გამარჯვებისთვის 9 ქვეყნის 12 გუნდი იბრძოლებს. მონაწილე ქვეყნების უმრავლესობა ტრადიციულ სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს. ქართველ სამხედროებს პირველი თამაში სამხრეთ აფრიკის გუნდთან მოუწევთ. მეტოქეებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებისა და ტონგას ნაკრები გუნდები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics