17:38 - 07 Jul, 2026
|
2020-12-24 11:20:52, 568 ნახვა
ეკონომიკა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტით გაიზარდა
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე“, - აცხადებენ საქსტატში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)