|
2020-12-21 12:23:59, 488 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, დავიწყეთ მუშაობა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის კოლეგიური ორგანო. მისი წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. „რეფორმის შედეგად, განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციების გაუმჯობესება. მნიშვნელოვნად შემცირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისა და გადაწყვეტის დრო, გაიზრდება დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, დაწესდება ამ გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ეფექტური მექანიზმი", - აღნიშნა მან. ივანე მაჭავარიანის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამჟამად, მიმდინარე დავების განხილვა სრულად გადასულია ელექტრონულ ფორმატზე და ხორციელდება დისტანციურად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)