|
2020-12-16 12:47:03, 642 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები გაჩერებულია, მაგრამ გაქირავებულ ბინებში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი შეუძლებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები გაჩერებულია, მაგრამ გაქირავებულ ბინებში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი შეუძლებელია. თურნავამ მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. „სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არამხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ის დამსვენებლები, ვინც სათხილამუროდ ადიოდა ამ კურორტებზე, ამ პერიოდში არ ავა. რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, ან საკუთარ სახლში თუ ვინმე ავა ამის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)