|
2020-12-15 12:24:05, 1145 ნახვა
ეკონომიკა
Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ ღამის საათებში Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
Glovo და Volvo საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის გაერთიანდნენ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში გლოვოს პარტნიორი კურიერები ვოლვოს „სიცოცხლის სპრეის“ მიიღებენ. „სიცოცხლის სპრეი“ სპეციალური სითხეა, რომელიც, ღამის საათებში, მოპედების, ველოსიპედების და მსუბუქი მოტოციკლების ხილვადობას ზრდის. შვედური ავტომწარმოებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო საგზაო მოძრაობა. სწორედ ამიტომ, მათ შექმნეს პროდუქტი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ხილვადობის მიზეზით მომხდარ საავტომობილო შემთხვევებს. Volvo-ს სიცოცხლის სპრეის საშუალებით, Glovo-ს კურიერების ღამის საათებში გადაადგილება განსაკუთრებით უსაფრთხო გახდება. კომპანიები აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა, კოლაბორაციის მთავარი იდეაა. მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში ორ წელზე მეტია ოპერირებს. Volvo-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის ახალ ეპატზე გადადის. შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას მუდმივად უწყობს ხელს. გასულ წელს, კომპანია Geosafety-სთან ერთად, Glovo-მ საგანგებო ტრენინგ მოდული შესთავაზა მოპედებისა და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი უფასო მასტერკლასები არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს მასპინძლობდა, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს. ვიდეო რგოლი - ვოლვოს სიცოცხლის სპრეი | Volvo Life Paint Glovo-ს შესახებ: Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com Volvo-ს შესახებ “ვოლვო” შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. “ვოლვო” მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი. უსაფრთხოებასთან ერთად “ვოლვო” გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.volvocars.com
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)