|
2015-01-29 16:18:45, 845 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: არჩევნების შემდეგ საქართველოში მომწიფებული დემოკრატია დავინახეთ
საქართველო აღსანიშნავ დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდ ვერშბოუმ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ საქართელოში დემოკრატია განვითარდა. ვერშბოუმ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, ამ კურსით მოძრაობა გააგრძელონ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ითანამშრომლონ. "საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია ალიანსისა. თქვენი მისწრაფება ალინსში წევრობისა და თქვენი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რაც თვალნათლივ არის წარმოჩენილი თქვენი ჯარების ჩართულობით, თქვენი მისიაში მონაწილეობით, მნიშვნელოვანი სამხედრო კონტიგენტით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ახორციელებს აღსანიშნავ დემოკრატიულ რეფორმებს, ჩვენ დავინახეთ ფაქტობრივად წინ განვითარებული მომწიფებული დემოკრატია არჩევნების შემდეგ და მინდა მოვუწოდო თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ ყოფნა ამ მდგომარეობაში ამ კურსით მოძრაობა და მოვუწოდებ ყველა პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის, ინსტიტუტების დემოკრატიზაციისათვის, ძალიან მაღალი თვალსაზრისით ვაფასებ იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ჩატარდა და პრიორიტეტული რეფორმების სიაში აქვს საქართველოს მთავრობას. არა მხოლოდ თავდაცვის სექტორი იგულისხმება რეფორმების თვალსაზრისით, იგულისხმება კანინის უზენაესობა, ყველა დონეზე. ეს გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი",-განაცხადა ვერშბოუმ.
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)