18:47 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 15:42:56, 727 ნახვა

პოლიტიკა
ვერშბოუ: ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი საქართველოს „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის პროცესში დაეხმარება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რამდენიმე თვეში, საქართველოში  ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი ჩამოვა და ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

„შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც საშუალება მქონდა  განმეხილა,  ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის დეტალები, მისი პროგრესი და სამომავლო განვითარება.  ასევე მომდევნო რამდენიმე თვეში ველოდებით ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფის ჩამოსვლას, რომელიც საქართველოს ამ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში დაეხმარება. გარდა ამისა ნატო-ს სასწავლო ცენტრის დაფუძნებასთან მიმართებაში გააქტიურდება მუშაობა. ამ საკითხზე  იქნება აქტიური კონსულტაციები და კომუნიკაცია.  ეს სკოლა მიზნად, არა მარტო ქართველი სამხედროების გაწვრთნას ისახავს, არამედ სწავლების კურსებში სამომავლოდ  ნატო-ს წევრი ქვეყნების ჩართვაც იგეგმება “,- განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

როგორც მინდია ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შემდგომი პროცესების განსავითარელბად, ქართული მხარე ნატო-ს შტაბ ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„ჩვენი აპარატი  ნატოს შტაბ-ბინასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ შედგეს სამოქმედო გეგმა და მისი კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით მუშაობა დამთავრდეს, ასევე განისაზღვროს თითოეული ინიციატივის განხორციელების დრო და პირობები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  უფრო ნათელი წარმოდგენა თებერვლის მინისტერიალის შემდეგ გვექნება.  ასევე ნატოსთან ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც  უელსის სამიტზე გადმოგვეცა, დაწყებულია და შესაბამისად აქტიურ რეჟიმში მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა ვერშბოუმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics